200 მილიონი ხვიჩას და ოსიმენის სანაცვლოდ? - პრემიერ-ლიგის გრანდი მეგა ტრანსფერისთვის ემზადება » სპორტის ხაზი

200 მილიონი ხვიჩას და ოსიმენის სანაცვლოდ? - პრემიერ-ლიგის გრანდი მეგა ტრანსფერისთვის ემზადება

200 მილიონი ხვიჩას და ოსიმენის სანაცვლოდ? - პრემიერ-ლიგის გრანდი მეგა ტრანსფერისთვის ემზადება
14-11-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისში აღფრთოვანებული არიან "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით და ვიქტორ ოსიმენით, რომლებიც ყველა მატჩში პროდუქტიულები და დამაჯერებლები არიან.

როგორც ჩანს ეს აღფრთოვანებაზე მეტია და თუ euro-football-ს gazzetta dello sport -ზე დაყრდნობით დავუჯერებთ 'ლივერპული' ნეაპოლელთა ორი ფეხბურთელის გადაბირების გეგმაზე უკვე მუშაობს და მზად არიან მათ სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 200 მილიონიც კი გადაიხადონ.

თუმცა, ზაფხულამდე ინგლისურ გრანდს შიდა სამზარეულოში არსებული პრობლემები აქვს მოსაგვარებელი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით Fenway Sports Group-ი "ლივერპულის" გაყიდვას აპირებს და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ შეიძენს კლუბს და ახალ მფლობელს რა გეგმები ექნება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პარტენოპეის მაისურით ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რაც შეეხება ოსიმენს, ის 10 გოლით და 2 საგოლე გადაცემით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი