პარალიმპიურ თამაშებზე გიგა ოჩხიკიძემ საქართველოს დელეგაციას ბირთვის კვრაში ოქროს მედალი მოუტანა. მიუხედავად ამისა, იყო შანსი, რომ გიგას მოპოვებული ჯილდო უსამართლოდ დაეკარგა, ყველაფერი კი დამარცხებული მეტოქეების პროტესტს მოჰყვა.
ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა (9.66 მეტრი), რის ხარჯზეც მოწინააღმდეგეთა დამარცხება შეძლო, თუმცა, მოგვიანებით კონკურენტებმა პირი შეკრეს და გიგას შედეგი გააპროტესტეს, რის გამოც ოჩხიკიძეს პირველი ადგილი და ოქროს მედალი რამდენიმე საათის განმავლობაში ჩამორთმეული ჰქონდა.
ამ ფაქტზე ვრცელ კომენტარს აკეთებს ოჩხიკიძის მთავარი მწვრთნელი, დავით ილარიანი, რომელმაც ყველაფერი დეტალურად გაიხსენა.