სანაძეს, შენგელიას და ბითაძეს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ - ფიბამ გამოძიება დაასრულა » სპორტის ხაზი

სანაძეს, შენგელიას და ბითაძეს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ - ფიბამ გამოძიება დაასრულა

სანაძეს, შენგელიას და ბითაძეს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ - ფიბამ გამოძიება დაასრულა
15-09-2022, 23:18
Aa Aa
გაზიარება:

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურ საიტზე დაადასტურა, რომ გამოიძია ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრების მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი, რომელიც ფურკან კორკმაზზე თავდასხმას უკავშირდება.

"საქმის მასალების, მათ შორის, ვიდეოკამერების ჩანაწერების გულდასმით შესწავლის შემდეგ, ფიბამ გადაწყვიტა დაიწყოს დისციპლინარული სამართალწარმოება არასპორტული ქცევის გამო შემდეგი მოთამაშეების მიმართ: გოგა ბითაძე (საქართველო), დუდა სანაძე (საქართველო), თორნიკე შენგელია (საქართველო) და ფურკან კორკმაზი (თურქეთი). ფიბა ასევე იწყებს დისციპლინარულ სამართალწარმოებას ორივე ფედერაციის მიმართ", - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

მატჩის დროს ერთმანეთს დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი დაუპირისპირდნენ, რისთვისაც ორივე მათგანი გააძევეს. ინციდენტი გასახდელისკენ მიმავალ კორიდორსა და გასახდელში გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობას ამ ორი კალათბურთელის გარდა გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელიაც იღებდნენ. თურქული მხარე ამტკიცებს, რომ კორკმაზს თავს საქართველოს ნაკრების სამი კალათბურთელი დაესხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი