"იუნაიტედის" 3:0 დამარცხების შემდეგ, სალაჰმა ჟურნალისტების კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა.
"ვცდილობ ფეხბურთისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო და დადებითი ემოციებით ავივსო. როგორც იცით, კლუბში ბოლო სეზონს ვატარებ.
"მინდა, მაქსიმალურად ვისიამოვნო და ვცდილობ, ამაზე ნაკლებად ვიფიქრო. ვცდილობ, რომ ფეხბურთი თავისუფლად ვითამაშო და ერთად ვნახოთ, რა მოხდება მომავალ წელს." - თქვა აფრიკელმა შემტევმა.
სალაჰს მერსისაიდელებთან ხელშეკრულება 2024/25 სეზონის ბოლოს ეწურება.