რამდენიმე საათის წინ გერმანულ მედიაში ინფორმაცია იმის შესახებ გავრცელდა, რომ კარლსრუეს ქართველი ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე ინტერნეტში აუქციონს აწყობს.
როგორც ვკითხულობთ, აუქციონზე ბუდუს ბუცები იყიდება, აქედან მიღებული თანხა კი მთლიანად ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გადაერიცხება.
ბუდუ ზივზივაძის ამ საქველმოქმედო ჟესტს გერმანიასა და საქართველოში დიდი დაფასება მოჰყვა.
იხილეთ ფოტო