მორიგი საფეხბურთო სატრანსფერო საგა დასრულდა და ცნობილი გახდა,, რომ ფედერიკო კიეზა კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მერსისაიდელებმა" 26 წლის შემტევის მხარესთან ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს.
ხელშეკრულება ოთხწლიანია, ანაზღაურება წელიწადში ხუთი მილიონი ევროს ოდენობით.
სატრანსფერო თანხა 12 მილიონი ევროს შეადგენს და შესაძლოა გაიზარდოს მომავალში სხვადასხვა გარემოებების შემთხვევაში.