გუშინ ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის მე-2 ტურები ოფიციალურად დასრულდა, საფეხბურთო პორტალმა Whoscored-მა კი ფეხბურთელთა საბოლოო შეფასებები შემოგვთავაზა.
აღსანიშნავია, რომ მთელ ამ ლიგათა მასშტაბით ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, ნონი მადუეკეს ჩამორჩა, რომელსაც საბოლოოდ 9.83 ქულა დაუწერეს, კვარამ კი ბოლონიასთან ნაჩვენები სპექტაკლისთვის 9.81 დაიმსახურა.
საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ვარსკვლავმა საუკეთესო ათეულში მე-2 ადგილი დაიკავა და ისეთ ფეხბურთელებს გადაუსწრო, როგორებიც ერლინგ ჰოლანდი და კევინ დე ბრუინი არიან.
სრული სია
1. ნონი მადუეკე (ჩელსი, პრემიერ ლიგა) – 9.83
2. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, სერია A) – 9.81
3. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, პრემიერ ლიგა) – 9.44
4. კოულ პალმერი (ჩელსი, პრემიერ ლიგა) – 9.28
5. ანდრე კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი, ბუნდესლიგა) – 9.17
6, კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, პრემიერ ლიგა) – 9.13
8. ჰიონ-მინ სონი (ტოტენჰემი, პრემიერ ლიგა) – 9.05
9. უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი, ლიგა 1) – 9.04
10. კრისტიან რომერო (ტოტენჰემი, პრემიერ ლიგა) – 9.04