ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა სულ მალე დაიხურება, "ბებერი ქალბატონი" კი ფედერიკო კიეზას გაყიდვას კვლავ, ამაოდ, ცდილობს.
ცნობილი ხდება, რომ "ბარსელონას" შემდეგ, რომელში კარიერის გაგრძელებაც თავად კიეზას სურვილიც იყო, იტალიელი გარემარბის ახალი მსურველი "ლივერპულია".
"ლივერპულისთვის" რომელიც ტრანსფერების საჭიროებაზე დიდად არ საუბრობდა, ახლა გამოჩნდა ფედერიკო კიეზას ვარიანტი, რომლის გაფორმებაც სულ რაღაც 15-დან 20 მილიონ ევრომდე დაჯდება. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.