"არ მსურდა მთელი ცხოვრება ერთ ლიგაში მეთამაშა", - ლევანდოვსკი ბაიერნიდან წამოსვლის მიზეზებზე » სპორტის ხაზი

"არ მსურდა მთელი ცხოვრება ერთ ლიგაში მეთამაშა", - ლევანდოვსკი ბაიერნიდან წამოსვლის მიზეზებზე

"არ მსურდა მთელი ცხოვრება ერთ ლიგაში მეთამაშა", - ლევანდოვსკი ბაიერნიდან წამოსვლის მიზეზებზე
13-11-2022, 21:26
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნის ყოფილი და ამჟამად კატალონიის ბარსელონას თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი ესპანურ MARCA-ს ესაუბრა და ბევრ საინტერესო თემაზეც ისაუბრა, მათ შორის მოკლე კომენტარი ბაიერნის დატოვებაზეც გააკეთა:

"არ მსურდა მთელი ცხოვრება ერთ ლიგაში მეთამაშა. ბარსელონაში გადასვლა მსურდა და ეს გავაკეთე.

ახალი შეძენილი ფეხბურთელებითა და თამაშის ახალი სისტემით თამაში რთულია, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ - შემდეგი სეზონი ჩვენთვის ბევრად უკეთესი იქნება. უფრო მეტად სტაბილურები ვიქნებით
", - განაცხადა პოლონელმა ფორვარდმა.

ცნობისთვის, 34 წლის ფორვარდი ბარსელონას გასულ ზაფხულს, 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი