სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის მე-2 ტურის შეხვედრა, სადაც გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ იფსვიჩი 4:1 გაანადგურა.
ყველასთვის მოულოდნელად სიტიმ საწყის წუთებში გოლი მიიღო, თუმცა ნევრიულობა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. სიტიმ 4-5 წუთიან შუალედში მეტოქეს 3 გოლი გაუტანა და ინტრიგა იქვე დაამხო.
ერლინგ ჰოლანდმა ჰეთ-თრიქი უკვე გაიფორმა, მასთან ერთად კი ერთი გოლი კევინ დე ბრუინმა გაიტანა.
მან.სიტი ინგლისის ჩემპიონატის პირველ ადგილს 6 ქულით იკავებს. გვარდიოლას გუნდი კვლავ შეუჩერებელი ჩანს.