ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გერმანიის ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა დაასახელა, სადაც, ბევრისთვის მოულოდნელად, ბაიერნის ლეგენდა, ტომას მიულერი ვერ მოხვდა.
ასე გამოიყურება მათუსის მიერ შედგენილი საუკეთესო თერთმეტეული:
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კერერი, ზულე, რუდიგერი, გიუნტერი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მუსიალა, სანე - ჰავერცი.