ქართველმა ძიუდოისტმა, გურამ თუშიშვილმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, რომელიც გურამს ტედი რინერთან შეექმნა.
არის მომენტები, როცა სპორტსმენისთვის ხდება ისეთ რამ, რაც მიუღებელია. სპორტსმენი არ უნდა შეეხოს არცერთი სხვა სპორტსმენის თავმოყვარეობას. მე მისგან უბრალოდ ეგ ვიგრძენი. დამარცხებული ვიყავი და სიხარული დამამცირებელი ჟესტებით გამოხატა. შეეძლო ამდგარიყო და თავის გულშემატკივართან, საკუთარ ქვეყანაში გამოეხატა ბედნიერება. თუმცა, რაღაცნაირად, ცინიკურად, მარტო ჩემთან გამოხატა.
ვერ მოვითმინე. ახლაც, ასეთი მომენტი რომ იყოს, ანალოგიურად, არ შეიძლება, მაგრამ მე ისევ ასე გავაკეთებდი. არანაირად არ ვახალისებ ჩემს მოქმედებას, სპორტსმენს თავშეკავება მოეთხოვება.
- თქვა გურამ თუშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტი რინერთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ტურნირიდან პიდაპირ მოხსნეს.