[VIDEO] საგოლე პასი გამარჯვების გოლამდე | ბაჩანა არაბული » სპორტის ხაზი

[VIDEO] საგოლე პასი გამარჯვების გოლამდე | ბაჩანა არაბული

[VIDEO] საგოლე პასი გამარჯვების გოლამდე | ბაჩანა არაბული
13-11-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

ავსტრალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში, სადაც ერთმანეთს სენთრალ ქოუსთ მარინერსი და მაკარტური ხვდებოდნენ, დაძაბულ ბრძოლაში მატჩი სტუმრებმა 2:3 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ მესამე გოლი მაკარტურის ფეხბურთელებმა 95 წუთზე გაიტანეს, ხოლო გამარჯვების გოლამდე საგოლე გადაცემა სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ბაჩანა არაბულმა გააკეთა (იხილეთ ვიდეო).

ამ მომენტისთვის, ქართველი ფორვარდის გუნდი ავსტრალიის ჩემპიონატის მე-4 ადგილს 8 ქულით იკავებს. ცნობისთვის, ავსტრალიის ლიგაში კიდევ ორი ქართველი თამაშობს, რომლებმაც ამ სეზონში თავის გამოჩენა უკვე მოასწრეს და ორივე ნიუკასლ ჯეთსის მოთამაშეა. ბექა დარცმელიას გოლი და ასისტი აქვს მითვლილი, ხოლო ბექა მიქელთაძეს ერთი გოლი აქვს გატანილი. ამ მონაცემებით, ნიუკასლ ჯეთსი ავსტრალიის ჩემპიონატის მე-10 ადგილს 6 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი