2024/2025 წლების ერთა ლიგიდან საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კვალიფიცირებას ისტორიაში პირველად შეეცდება.
ერთა ლიგაზე საქართველოს ჯგუფში ჩეხეთი, ალბანეთი და უკრაინა ჰყავს, ამ უკანასკნელთან გასვლითი შეხვედრის გამართვა კი 11 ოქტომბერს მოგვიწევს.
იმის გამო, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, საქართველოს ნაკრები არა უკრაინაში, არამედ პოლონეთში ჩაფრინდება და უკრაინასთან შეხვედრას პოზნანში, ENEA-ს სტადიონზე გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ახალ ერთა ლიგაზე პირველი შეხვედრა საკმაოდ მოახლოვდა. საქართველო 7 სექტემბერს ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.