ლივერპული ნაპოლის შემტევების გასაფორმებლად იბრძვის | ვინ სურს კლოპს? » სპორტის ხაზი

ლივერპული ნაპოლის შემტევების გასაფორმებლად იბრძვის | ვინ სურს კლოპს?

ლივერპული ნაპოლის შემტევების გასაფორმებლად იბრძვის | ვინ სურს კლოპს?
13-11-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უცხოური Transfer Tavern-ის სტატიაში ვკითხულობთ, იურგენ კლოპის ლივერპული ნაპოლის შემტევი ფეხბურთელების გადაბირებას შეეცდება, რაც ჯამში 200 მილიონის გადახდას უდრის.

სტატიის მიხედვით, მერსესაიდულ კლუბს ნაპოლის ორი ფეხბურთელი, ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებით მოსწონს და მათ ყიდვას ზაფხულში შეეცდება. მიუხედავად ლივერპულის ინტერესისა, ცხადია ამ ფეხბურთელებით სხვა წამყვანი კლუბებიც ინტერესდებიან, თუნდაც მანჩესტერ იუნაიტედი, რომელიც ფორვარდს ისევე გამალებით დაეძებს, როგორც ამას კლოპის გუნდი აკეთებს.

Transfer Tavern-ის ინფორმაციით, ნეაპოლური გუნდი ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ფულის სანაცვლოდ გასხვისებაზე სეზონის ბოლოს დაფიქრდება, ხოლო იმ გუნდებს, რომელბსაც ამ ფეხბურთელების გადაბირება სურთ გზა სწორედ ზაფხულში გაეხსნებათ.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს ნაპოლისთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება და მისი ამჟამინდელი გამოსასყიდი თანხა 70 მილიონი ევროა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მისი კონტრაქტი 2027 წელს სრულდება, ხოლო ქართველის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი