კახა ცხადაძე უცხოეთში ქართველის გუნდს გაწვრთნის | დეტალები » სპორტის ხაზი

კახა ცხადაძე უცხოეთში ქართველის გუნდს გაწვრთნის | დეტალები

კახა ცხადაძე უცხოეთში ქართველის გუნდს გაწვრთნის | დეტალები
13-11-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ თბილისის დინამოს ყოფილი მწვრთნელი, კახაბერ ცხადაძე ყაზახეთის ჩემპიონატში იმუშავებს. როგორც დაიწერა, ქართველი სპეციალისტი კასპიი აქტაუს ჩაიბარებს.

აღსანიშნავია, რომ ცხადაძის ახალ კლუბში ქართველი ფეხბურთელი რატი არდაზიშვილი თამაშობს, რომელმაც ყაზახურ გუნდთან ერთად სრული სეზონი ერთხელ უკვე ჩაატარა. შესაბამისად, ცხადაძე და არდაზიშვილი მომდევნო სეზონს ერთად დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძეს ყაზახეთის ჩემპიონატში აქამდეც უმუშავია. ქართველმა სპეციალისტმა ქაირათს სუპერთასი მოაგებინა, ხოლო ორდაბასი ევროპა ლიგაში ათამაშა. რაც შეეხება კასპიი აქტაუს, მან გასული სეზონი ყაზახეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილზე 31 ქულით დაამთავრა, რატი არდაზიშვილმა კი 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი საგოლე პასი გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი