ოთარ გაბელია: "ფეიენოორდთან მატჩის შემდეგ ფინალში მსაჯის შიში ამიტომ გვქონდა" » სპორტის ხაზი

ოთარ გაბელია: "ფეიენოორდთან მატჩის შემდეგ ფინალში მსაჯის შიში ამიტომ გვქონდა"

ოთარ გაბელია: "ფეიენოორდთან მატჩის შემდეგ ფინალში მსაჯის შიში ამიტომ გვქონდა"
18-08-2024, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ რამდენიმე თვის წინ, ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ მეკარემ, ოთარ გაბელიამ 1981 წლის 13 მაისის ფინალი გაიხსენა.

ამ მატჩისთვის საგანგებოდ არ ვემზადებოდით – ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც სხვა თამაშებისთვის მზადების დროს. ეს ნოდარ ახალკაცის ტაქტიკა იყო, ბიჭები ფსიქოლოგიურად რომ არ გადატვირთულიყვნენ.

ფინალში სუსტი გუნდი არ თამაშობს, „კარლ ცაისი“ სერიოზული მეტოქე იყო. მათ შემადგენლობაში ექვსი მოთამაშე იყო აღმოსავლეთ გერმანიის ნაკრებიდან, რომელმაც 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადის ნახევარფინალში საბჭოთა ნაკრები დაამარცხა და მერე ჩემპიონი გახდა.

ნახევარფინალში „ფეიენოორდთან“ მატჩის შემდეგ, ფინალში მსაჯის შიში გვქონდა. ამიტომ არ გვსურდა დიუსელდორფში „ბენფიკასთან“, „ვალენსიასთან“ ან „რომასთან“ გვეთამაშა – მაინც კაპიტალისტური წყობის გუნდი სოციალისტური ქვეყნის წარმომადგენლს გვხვდებოდა, საბჭოთა კავშირი კი არავის არ უყვარდა.

„კარლ ცაისი“ ძალიან ძლიერი მეტოქე იყო. „რომასთან“ 0:3 წააგო და საპასუხო შეხვედრა 4:0 მოუგო. შესაძლოა, ერთ შეხვედრაში გაგიმართლოს, მაგრამ ასეთ მეტოქეებთან სულ გამართლება გამორიცხულია. ალბათ, ფიქრობდნენ, ასეთი გუნდები გავაგდეთ და „დინამოსაც“ იოლად მოვუგებთო, სწორედ აქ შეცდნენ. ზუსტად ვიცი, რომ თამაშის შემდეგ ბანკეტიც შეკვეთილი ჰქონდათ, მაგრამ თამაშის შემდეგ ერთ საათში იენაში დაბრუნდნენ
“, - თქვა გაბელიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი