ბომბარდირობა, ჩემპიონობა და დრამატული მარცხი ფინალში | ქართველების შაბათი დღე » სპორტის ხაზი

ბომბარდირობა, ჩემპიონობა და დრამატული მარცხი ფინალში | ქართველების შაბათი დღე

ბომბარდირობა, ჩემპიონობა და დრამატული მარცხი ფინალში | ქართველების შაბათი დღე
13-11-2022, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ქართული ფეხბურთისთვის სამი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა და ამ ფაქტების მთავარი მონაწილეები ლუკა სილაგაძე, ზაქარია ბეგლარიშვილი და თომა ტაბატაძე არიან.

დავიწყოთ ლუკა სილაგაძით, რომელმაც ვალმიერასთან ერთად ლატვიის ჩემპიონატი 85 ქულით მოიგო. ბოლო ტურში, ქართველი ნახევარმცველის გუნდმა ლიეპაია 2:0 დაამარცხა და დამსახურებული ჯილდოც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ლუკა სილაგაძემ ლატვიის ჩემპიონატში 5 გოლის გატანა მოახერა.

რაც შეეხება ზაქარია ბეგლარიშვილს, მისმა გუნდმა ესტონეთის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, თუმცა ქართველი ფორვარდი ესტონური ლიგის ბომბარდირი 21 გოლით გახდა. ზაქარია ბეგლარიშვილის ლევადია მომდევნო სეზონიდან კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

თომა ტაბატაძემ ყაზახეთის თასის ფინალი აკჟაიკთან ერთად ორდაბასის წინააღმდეგ ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა 2 გოლის გატანა მოახერხა, აკჟაიკმა დამატებით ტაიმებში, კერძოდ კი 119 წუთზე პენალტი გაუშვა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირა - 4:5.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი