სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასის გამარჯვებული გახდა! » სპორტის ხაზი

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასის გამარჯვებული გახდა!

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასის გამარჯვებული გახდა!
13-11-2022, 00:17
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო თასი, რომელიც ხმლით ფარიკაობაში ალჟირში იმართებოდა, ქართველმა სპორტსმენმა, სანდრო ბაზაძემ მოიგო, რომელმაც ფინალში იტალიელი მეტოქე ლუიჯი სამელი 15:13 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასი აქამდეც მოუგია, თანაც თბილისში, რის შემდეგაც ის ევროპის ჩემპიონიც გახდა. საბოლოო ჯამში, სანდრო ბაზაძემ 2022 წელს 2 მსოფლიო თასი მოიგო, რასაც ევროპის ჩემპიონობაც დაურთო. გარდა ამისა, ქართველი მოფარიკავე ქაიროს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელიც გახდა.

ამ მომენტისთვის, სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის მე-2 პოზიციაზეა და მას მხოლოდ უნგრელი არონ სილაგი უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი