დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის ეგიდით სენტ ეტიენის რიგებში თავის სადებიუტო შეხვედრას გამართავს.
საქართველოს ნაკრების შემტევი ტურნირის ერთ-ერთ გამორჩეულ წევრსა და ფავორიტ მონაკოს გასვლით მატჩში დაუპირისპირდება.
როგორც მოსალოდნელია, ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იქნება და სენტ ეტიენის მარჯვენა ფლანგს ჩაიბარებს.
ცნობისთვის, დავითაშვილიმა პრესეზონმა სენტ ეტიენის რიგებში უკვე 4 თამაშის გამართვა და 2 გოლის გატანა შეძლო.