[VIDEO] დაპირისპირება ეროვნული ლიგის მატჩში | სამგურალმა დინამო ბათუმი დაამარცხა » სპორტის ხაზი

[VIDEO] დაპირისპირება ეროვნული ლიგის მატჩში | სამგურალმა დინამო ბათუმი დაამარცხა

[VIDEO] დაპირისპირება ეროვნული ლიგის მატჩში | სამგურალმა დინამო ბათუმი დაამარცხა
12-11-2022, 22:10
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრა დინამო ბათუმსა და სამგურალს შორის, რომელიც სტუმრებმა დაძაბულ ბრძოლაში 1:2 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმელები ჩემპიონატის მეორე ადგილს 73 ქულით იკავებენ, თუმცა მოგების შემთხვევაში გეგუჩაძის გუნდი დინამო თბილისს გაუთანაბრდებოდა, რომელსაც 76 ქულა აქვს.

ჩემპიონატის დასრულებამდე სულ რაღაც 2 ტური რჩება და თუ ვინმეა თავის თავზე დამოკიდებული, ეს გიორგი ჭიაბრიშვილი და მისი თბილისის დინამოა, რომელიც დარჩენილ ორ ტურში ჯერ სამგურალს გასვლაზე, შემდეგ კი გაგრას სახლში შეხვდება.

რაც შეეხება დინამო ბათუმს, მისი მომდევნო მეტოქე გაგრა გასვლით შეხვედრაში იქნება, ხოლო ბოლო ტურში გეგუჩაძის გუნდი ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს. შესაბამისად, თუ დინამო თბილისი დარჩენილ ორივე შეხვედრას მოიგებს, მაშინ თბილისელები ჩემპიონები გახდებიან და შესაძლოა, რომ დინამო ბათუმსს დღევანდელი ქულების დაკარგვა ძვირად დაუჯდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი