საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველ ოლიმპიელებზე მორიგი კომენტარი გააკეთა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ოლიმპიურ გუნდს არ ჰყავდა არცერთი ნატურალიზებული სპორტსმენი. თქვენ ხედავდით, რომ არაერთი ქვეყანა ფონს გადიოდა სწორედ ნატურალიზებული სპორტსმენებით.
ჩვენს შემთხვევაში, მთლიანად ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები და ასეთ დროს, კიდევ უფრო მეტად არის დასაფასებელი ის წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ.
- თქვა კობახიძემ.