ნაპოლიმ იუვენტუსის რეკორდი გაიმეორა | სპალეტის გუნდი დაფრინავს » სპორტის ხაზი

ნაპოლიმ იუვენტუსის რეკორდი გაიმეორა | სპალეტის გუნდი დაფრინავს

ნაპოლიმ იუვენტუსის რეკორდი გაიმეორა | სპალეტის გუნდი დაფრინავს
12-11-2022, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დასრულდა ნაპოლისა და უდინეზეს დაპირისპირება, რომელსაც სპალეტის გუნდი დამაჯერებლად იგებდა, თუმცა მატჩის ბოლოსკენ გუნდმა 2 გოლი გაუშვა, საბოლოო ანგარიში კი 3:2 დაფიქსირდა. ამ მომენტისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სერია A-ს პირველ პოზიციას 41 ქულით იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში, იტალიის ჩემპიონატის 15 მატჩში ნაპოლიმ გამარჯვება 13-ჯერ მოახერხა, რომლითაც სპალეტის გუნდმა იუვენტუსის რეკორდი გაიმეორა. საგულისხმოა, რომ "ბებერ ქალბატონს" მსგავსი შედეგი ოთხჯერ აქვს დაფიქსირებული (1950, 2006, 2014, 2019). 2006 წელი არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც იუვენტუსმა ჩემპიონატი პირველი ადგილით ვერ დაასრულა, დანარჩენ სამ შემთხვევაში კი "ბიანკონერი" გაჩემპიონდა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ს მომდევნო შეხვედრას 2023 წლის 4 იანვარს ინტერის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი