"მასსა და ხვიჩას შორის არჩევანის გაკეთება მიჭირს" - დანიელ ბერტონი » სპორტის ხაზი

"მასსა და ხვიჩას შორის არჩევანის გაკეთება მიჭირს" - დანიელ ბერტონი

"მასსა და ხვიჩას შორის არჩევანის გაკეთება მიჭირს" - დანიელ ბერტონი
12-11-2022, 20:36
Aa Aa
გაზიარება:

1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გოლის ავტორმა, დანიელ ბერტონიმ "ნაპოლის" ამჟამინდელ გუნდზე ისაუბრა, სადაც არგენტინელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია:

"ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონის ხასიათი აქვს და მისი მსგავსი მოთამაშეები ხშირად არ იბადებიან. ვფიქრობ, მისი შენარჩუნება ძალიან რთული იქნება, რადგან ხვიჩას მომატების განუსაზღვრელი პერსპექტივა აქვს, მაგრამ თუ ნაპოლი კვარაცხელიას შენარჩუნებას მოახერხებს ძალიან გამიხარდება. გარდა ქართველისა, ოსიმენსაც გამოვარჩევდი და ზოგადად, არ ვიცი ამ ორ ფეხბურთელში რომელი უფრო მომწონს, ვიქტორი თუ ხვიჩა. მიმაჩნია, რომ ეს ფეხბურთელები თანაბარ დონეზე დგანან, წარსულში მოასპარეზე ფეხბურთელებს კი მათ არ შევადარებ, რადგან ორი სხვადასხვა ეპოქის შედარება არ მიყვარს." - თქვა დანიელ ბერტონიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე არსებული უკანასკნელი შეხვედრაც მოიგო (3:2 "უდინეზესთან"), რის გამოც "ნაპოლი" ცხრილის სათავეში უკვე 41 ქულით მოექცა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი