დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში ჩავიდა. მედია ვარაუდობს, რომ ყველაფერი ქართველი მეკარის მერსისაიდულ კლუბში ტრანსფერს უკავშირდება.
"ვალენსიამ უარყო ლივერპულის საწყისი შეთავაზება 30 მილიონი ევროს ოდენობით. ინგლისური კლუბი არ ზრდის თანხას 40 მილიონ ევრომდე, რასაც ვალენსია ითხოვს"
"ვალენსია და სეთურიძე შეხვდებიან მომდევნო დღეებში, რათა გამართონ მოლაპარაკებები მეკარის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით"
"სეთურიძეს მალე ექნება შეხვედრა "ვალენსიას" ხელმძღვანელობასთან, რათა საბოლოოდ გაირკვეს ქართველი მეკარის მომავალი"
"ამ მომენტისთვის ინგლისურ კლუბს არ დაუკმაყოფილებია, რასაც ლიმი ("ვალენსიას" პრეზიდენტი) ითხოვს, 40 მილიონი ევრო ფიქსირებული თანხა და ბონუსები."
"ვალენსია ამ კვირაში ელოდება საბოლოო შეთავაზებას ინგლისური მხარისგან, რათა საბოლოოდ დაასრულოს ტრანსფერი 30 მილიონ ევროზე მეტის მიღებით"