ტრავმით და მაინც კარგი შედეგია - რომელ პოზიციაზე გავიდა ირაკლი ჩხეიძე ოლიმპიადაზე? » სპორტის ხაზი

ტრავმით და მაინც კარგი შედეგია - რომელ პოზიციაზე გავიდა ირაკლი ჩხეიძე ოლიმპიადაზე?

ტრავმით და მაინც კარგი შედეგია - რომელ პოზიციაზე გავიდა ირაკლი ჩხეიძე ოლიმპიადაზე?
10-08-2024, 17:57
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძალოსანთან ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ) იასპარეზა, რომელსაც მუხლის ტრავმამ ხელი ძალიან შეუშალა, გამოსვლა ორჭიდის ჯამში 393 კგ-ითა და მე-5 ადგილით დაასრულა.

ჩხეიძემ ატაცში სამივე ცდის შედეგად, 179 კგ-ის დაფიქსირება მოახერხა, რითაც მე-7 პოზიციაზე გავიდა.

აკვრაში პირველ ცდაზე ვერდაძლეული 214 კგ, მეორეში დაძლია, ხოლო მესამეჯერ 224 კგ-ს ვერ გაუმკლავდა, აკვრაში მესამე ადგილის მოპოვებაც მოვახერხეთ.

დღეს, 10 აგვისტოს, ფიცარნაგზე ორგზის ოლიმპიური და მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გავა. ამ კატეგორიაში შეჯიბრი საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი