ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მეორედ ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს.
ფინალის საგზურისთვის, გენომ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა, ხოლო ოქროს მედლისთვის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალურ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, პეტრიაშვილი წარმოშობით ქართველ გიორგი მეშვილდიშვილთან მივიდა და გამარჯვების ხელი მასაც ააწევინა.
იხილეთ ვიდეო: