ლუკა ლოჩოშვილი: 'ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე და კვარა სერია A-ში ვთამაშობთ' » სპორტის ხაზი

ლუკა ლოჩოშვილი: 'ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე და კვარა სერია A-ში ვთამაშობთ'

ლუკა ლოჩოშვილი: 'ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე და კვარა სერია A-ში ვთამაშობთ'
12-11-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში ლუკა ლოჩოშვილის 'კრემონეზე' 'ემპოლის' ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველი ცენტრალური-მცველი მოედანზე დაბრუნდა და 78-ე წუთამდე შეუცვლელი იყო, შემდეგ კი ის მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ გაიყვანა და შეტევის გასაძლიერებლად მის მაგივრად თამაშში დანიელ ჩოფანი ჩარტო.

24 წლის ფეხბურთელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სერია A-ში თამაშით ბედნიერი და მოხიბლულია.

"მე და ხვიჩა დინამოს აკადემიაში ერთად ვიყავით, კარგი მეგობრები ვართ. ზოგადად, საქართველოში ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე და კვარა სერია A-ში ვთამაშობთ. იმედი მაქვს, რომ იტალიის ჩემპიონატში უფრო და უფრო მეტი ქართველი ითამაშებს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა, სადაც თავის წარმოჩენა შეგიძლია" - თქვა ქართველმა.

შეგახსნებთ იმასაც, რომ 'კრემონეზეს' სერია A-ში თამაში ჯერ არ მოუგია. გუნდი მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 'იუვენტუსთან' ელის შეხვედრა, რომელიც თავისმხრივ ოთხეულისთვის იბრძვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი