"არანაირი უკან დახევა, წინ საქართველო!" - გიორგი ასანიძე ძალოსანთა გამოსვლის წინ » სპორტის ხაზი

"არანაირი უკან დახევა, წინ საქართველო!" - გიორგი ასანიძე ძალოსანთა გამოსვლის წინ

"არანაირი უკან დახევა, წინ საქართველო!" - გიორგი ასანიძე ძალოსანთა გამოსვლის წინ
8-08-2024, 02:03
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე გამოსასვლელად ემზადება. საფრანგეთის დედაქალაქში დღეს შოთა მიშველიძის გამოსვლის შემდეგ, მთელი ყურადღება 10 აგვისტოსკენ იქნება მიპყრობილი, როდესაც ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) და ორგზის ოლიმპიური, 7-გზის მსოფლიოს და 7-გზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე (+102 კგ) იასპარეზებენ.

ქართველი ძალოსნების მდგომარეობისა და მათ მიმართ მოლოდინის შესახებ ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ისაუბრა.

"მივულოცავ ჩვენს გუნდს, განსაკუთრებით ძიუდოისტებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბექაურის გამარჯვება, ტატოს, ილიას, გურულის წარმატება. ეს დასაწყისია და ვფიქრობ, დელეგაციის დანარჩენი წევრებიც გავახარებთ გულშემატკივარს. ირაკლი ჩხეიძეს და ლაშა ტალახაძეს ერთ დღეს უწევთ გამოსვლა - 10 აგვისტოს. ვფიქრობ, ირაკლი საკმაოდ ახლოს უნდა იყოს მედლების პოზიციებთან, ვინაიდან ძალოსნობა ასეთი პროგნოზის საშუალებას მეტ-ნაკლებად იძლევა. გამომდინარე აქედან, ირაკლი იბრძოლებს და რა გამოვა, ამას შეჯიბრება გვიჩვენებს.

ჩვენი მთავარი ამოცანა მაინც ლაშას მიერ ტიტულის შენარჩუნება - მესამე ოლიმპიური ჩემპიონობითვის ბრძოლაა. გპირდებით, რომ ნებისმიერი წონა, რომელიც ლაშას ტიტულის მოსაპოვებლად იქნება საჭირო, დაძლეული იქნება. არანაირი უკან დახევა, წინ, წინ საქართველო!"
- თქვა ასანიძემ.

"ირაკლი ჩხეიძე და ლაშა ტალახაძე 10 აგვისტოს იასპარეზებენ. ორივე ძალიან კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, არის მცირე ტრავმები, მაგრამ ამას ვაკონტროლებთ და იმედი გვაქვს, ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ჩვენ გვინდა და ავაჟღერებთ საქართველოს ჰიმნს". - ამბობს ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი