'თუ ბაიერნისგან მივიღებთ წინადადებას, უარს ამიტომ ვეტყვით' - გიორგი მამარდაშვილის მამა შვილის მომავალზე » სპორტის ხაზი

'თუ ბაიერნისგან მივიღებთ წინადადებას, უარს ამიტომ ვეტყვით' - გიორგი მამარდაშვილის მამა შვილის მომავალზე

'თუ ბაიერნისგან მივიღებთ წინადადებას, უარს ამიტომ ვეტყვით' - გიორგი მამარდაშვილის მამა შვილის მომავალზე
12-11-2022, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილის მამა, დავით მამარდაშვილი "სარბიელის პოდკასტს" ესტუმრა სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. მას ზუსტად ასეთი გუნდი სჭირდებოდა. ერთხელ სანტიაგო კანისარესის შვილი გიორგისთან მივიდა და უთხრა: მამაჩემს ისე უყვარხარ, ოჯახში სულ შენზე ლაპარაკობსო. როდესაც გიორგის დინამოდან ესპანურ გუნდში გამოსყიდვის პროცესი გაჭიანურდა, თავად ლეგენდარულმა მეკარემ თქვა, თუ ვალენსია მასზე უარს იტყვის, ამ ბიჭს მე გამოვისყიდიო.

როდესაც ღამურებთან კონტრაქტს ვაფორმებდით, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე მალე ძირითადის მეკარე გახდებოდა. მხოლოდ ის გვსურდა, რომ ისეთი მაღალი დონის გოლკიპერის გვერდით ევარჯიშა, როგორიც იასპერ სილესენია, მაგრამ მწვრთვნელებმა გიორგიში დიდი პოტენციალი დაინახეს. იყო პერიოდი, როცა სათადარიგოთა სკამზე გადაჯდომა მოუწია, თუმცა ეს დრო გიორგიმ კარგად გამოიყენა, ფსიქოლოგიურად უკეთ მოემზადა. ესპანეთში გადასვლის დროს იყო ენის ბარიერიც, თუ იქ ესპანურად არ საუბრობ რთულია, რადგან ინგლისურად არავინ გელაპარაკება.


'თუ ბაიერნისგან მივიღებთ წინადადებას, უარს ამიტომ ვეტყვით' - გიორგი მამარდაშვილის მამა შვილის მომავალზე

დავით მამარდაშვილი სტუმრად 'სარბიელთან'

კარგია, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონს შეადგენს, რადგან ამხელა თანხას მხოლოდ გრანდები გადაიხდიან, მაგრამ თუ წინადადება ბაიერნისგან იქნება უარს ვიტყვით, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა გერმანული გრანდის კარს ნოიერი იცავს. გიორგი კი არ წავა კლუბში, სადაც სათადარიგოთა სკამზე იჯდება" - განაცხადა დავით მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგი მამარდაშვილმა 'ვალენიასთან' კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, ქართველის გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი