როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში გადასვლასთან ახლოსაა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისურმა გრანდმა მოლაპარაკებისას ვალენსიას და ქართველი ფეხბურთელის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, ახლა კი ტრანსფერის განსახორციელებლად მხოლოდ მამარდაშვილის თანხმობაა საჭირო.
მერსესაიდული კლუბი ალისონის კიდევ ერთი სეზონით შენარჩუნებს გეგმავს, ამ პერიოდში კი ახალგაზრდა მეკარის ბორნმუთში განათხოვრებას გეგმავს, ალისონის წავლის შემდეგ კი მამარდაშვილი კლუბის მთავარი მეკარე გახდება.
შესაძლო ტრანსფერს სოციალურ ქსელში ლივერპულის ქომაგებიც გამოეხმაურნენ:
"ალისონის იდეალური შემცვლელია, ნამდვილად ჭკვიანური სვლა იქნება ლივერპულის მხრიდან მისი დამატება"
"დიდი ხანია ამ მეკარეს ვაკვირდები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მომდევნო წლებში ლივერპულის კარი საიმედო ხელშია"
"მისი იჯარით გაშვება შეცდომა იქნება, რადგან ბორნმუთში წარუმატებელი სეზონის შემდეგ შესაძლოა მენტალურად გატყდეს"
"თუ ეს ტრანსფერი შედგა, იმას ნიშნავს, რომ ალისონს მაქსიმუმ ერთი სეზონი დარჩა - ამისთვის მზად არ ვარ..."
"სავარაუდოდ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა, მოიყვანეთ ენფილდზე!"
"სასწრაფოდ უნდა დავიმატოთ, სანამ ბაიერნმა ნოიერის შემცვლელად სასტარტო შემადგენლობა შესთავაზა"
"სადღაც წავიკითხე მადრიდის რეალიც საქმეშიაო, ძალიან რთული იქნება ტრანსფერის დახურვა"
"ბრავო ლივერპულს, ჭკვიანური სვლაა"
"არ ღირს ალისონის ფასად, ბრაზილიელს წინ კიდევ მინიმუმ 3-4 უმაღლესი დონის სეზონი ელოდება"