რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დინამო არენას შესახებ მოულოდნელი განცხადება გააკეთა.
როგორც კობახიძემ თქვა, თბილისის დინამოს სტადიონს ამორტიზება და რემონტი ესაჭიროება, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სანაკრებო მატჩები ქართული ფეხბურთის სახლში ჩატარდეს.
მიუხედავად ამისა, 3 აგვისტოს დინამო თბილისმა ეროვნული ლიგის შეხვედრა სწორედ დინამო არენაზე გამართა, ამორტიზების შესახებ კი ამჯერად არავის არაფერი გაუგია.
ცნობისთვის, მოსალოდნელია, რომ შემოდგომის სანაკრებო შეხვედრები საქართველომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონსა და ბათუმი არენაზე გამართოს.