"მეტოქეებისთვის შეურაცხყოფის მიყენება ჩემი სტილი არაა" - რომან დოლიძე » სპორტის ხაზი

"მეტოქეებისთვის შეურაცხყოფის მიყენება ჩემი სტილი არაა" - რომან დოლიძე

"მეტოქეებისთვის შეურაცხყოფის მიყენება ჩემი სტილი არაა" - რომან დოლიძე
11-11-2022, 23:02
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, UFC-ში საკმაოდ ხშირია მეტოქეების წინასწარი სიტყვიერი დაპირისპირებები, რაც ორთაბრძოლების მიმართ ინტერესს სულ უფრო და უფრო ზრდის. რასაკვირველია, მსგავსი ხრიკები მეტი რეიტინგის მიღებისთვის იდეალური გზაა, თუმცა რომან დოლიძე სხვანაირად ფიქრობს:

"მსგავსი ტიპის სიტყვიერი დაპირისპირებები UFC-ის ნაწილია, მაგრამ, მსურს, რომ, აქ მათი გამოყენების გარეშე დავიმკვიდრო ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა გზაც არსებობს, რათა საკუთარი თავი ძლიერ ბიჭად წარმოაჩინო. არის შემთხვევები, როდესაც საკმაოდ თამამი ვარ, თუმცა მეტოქეებისთვის შეურაცხყოფის მიყენება ჩემი სტილი არაა და წარმატების მიღწევა ამის გარეშეც შემიძლია." - თქვა ქართველმა სპორტსმენმა MMA.Metaratings-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძემ UFC-ის უკანასკნელ ბრძოლაში ფილ ჰაუსი დაამარცხა და მე-6 გამარჯვებაც მოიპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი