გიორგის მწვრთნელი: "ესაა მიზეზი თუ რატომაც პროგრესირებს ჩაკვეტაძე" » სპორტის ხაზი

გიორგის მწვრთნელი: "ესაა მიზეზი თუ რატომაც პროგრესირებს ჩაკვეტაძე"

გიორგის მწვრთნელი: "ესაა მიზეზი თუ რატომაც პროგრესირებს ჩაკვეტაძე"
3-08-2024, 13:43
Aa Aa
გაზიარება:

უოტფორდის დამრიგებელმა, ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ დადებითი და პოზიტიური კომენტარი გააკეთა.

როცა გუნდში მოვედი, საზარდულის ტრავმამ შეაწუხა და ბევრჯერ ერთად მუშაობა არ მოგვიწია. საბედნიეროდ, ევროპის ჩემპიონატისთვის სრულად გამოჯანმრთელდა. ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ, ჩაკვეტაძე ვარჯიშებზე და თამაშებშიც ზუსტად ისე იხარჯება, როგორც ამას საქართველოს ნაკრების მატჩებში აკეთებდა.

10 დღეა ვარჯიშებზე ვუყურებ და ასეთ ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე არ მინახავს. მას შეუძლია გახდეს ჩვენი ლიდერი და შეუცვლელი ფიგურა ახალ სეზონში. პოზიციას საოცრად არჩევს და სივრცეების ათვისების დიდებული უნარი აქვს. ბურთთან მუშაობაზე არაფერს ვიტყვი.

ჩემი და სამწვრთნელო შტაბის ამოცანაა, დავეხმაროთ მისი საოცარი ფორმა სტატისტიკაში ასახოს. რამ განაპირობა მისი ასეთი პროგრესი? ყველა შეტევა მისგან იწყება. გიორგი თავს გუნდისთვის მნიშვნელოვნად თვლის და საქმეში უმაღლეს პროფესიონალიზმს და კონცენტრაციას ავლენს" - თქვა ტომ კლევერლიმ.

- თქვა ტომ კლევერლიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი