"შევეცადეთ, რომ ეთამაშა, თუმცა ჯერ ისევ ადრეა" - სპალეტი ხვიჩაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"შევეცადეთ, რომ ეთამაშა, თუმცა ჯერ ისევ ადრეა" - სპალეტი ხვიჩაზე საუბრობს

"შევეცადეთ, რომ ეთამაშა, თუმცა ჯერ ისევ ადრეა" - სპალეტი ხვიჩაზე საუბრობს
11-11-2022, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

ლუჩანო სპალეტიმ "უდინეზესთან" დაპირისპირებამდე ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა, სადაც, ცხადია, რომ იტალიელ სპეციალისტს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც დაუსვეს კითხვები, რაზეც "ნაპოლის" თავკაცმა შემდეგი რამ თქვა:

"ხვიჩა უდინეზესთანაც ვერ დაგვეხმარება, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია, თუმცა წინა შეხვედრებში ვაჩვენეთ, რომ ნაპოლი გუნდურადაც ძლიერია. რაც შეეხება კვარაცხელიას, ჩვენ შევეცადეთ, რომ მისთვის სათამაშო დრო მიგვეცა, თუმცა როგორც კი ფიზიკური დატვირთვა იზრდება, ხვიჩას წელის ტკივილი თავს ისევ ახსენებს. ამიტომ, კვარაცხელიას ვერც უდინეზეს წინააღმდეგ ვათამაშებთ." - ლუჩანო სპალეტი.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" - "უდინეზე" ხვალ, 18:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი