ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ჯერჯერობით პარიზის ოლიმპიადაზე არ გამოსულა, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალოსანი საქმეში 10 აგვისტოს ჩაერთვება.
მანამდე, კი ტალახაძემ ქართველ გულშემატკივარს მიმართა და დაპირდა, რომ ვარჯიშებზე ნაჩვენებ შრომას, პარიზში შედეგებში ასახავდა.
"ჩემს გულშემატკივარს ვპირდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯები და შევეცდები შევინარჩუნო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული", - განაცხადა ტალახაძემ.