მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა შესანიშნავად დაიწყო და ორი გამარჯვება უკვე მოიპოვა.
ლაშამ ასპარეზობა 1/8-ფინალიდან დაიწყო და ჯერ ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა, შემდეგ კი კორეელ ჯუეოპ ჰანს მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის ნახევარფინალში ლაშა ბექაური ქართველ ტატო მოსახლიშვილს შეხვდება, რომელიც ტურნრიზე ესპანეთის სახელით ასპარეზობს.
ტატო მოსახლიშვილმა ჯერ კომრონშოხ უსტოპირიონი დაამარცხა, შემდეგ ერლან შეროვი, შემდეგ კი რაფაელ მასედო.
ცნობისთვის, ლაშა ბექაურისა და ტატო მოსახლიშვილის დაპირისპირება 18:00-საათანი ბლოკის განმავლობაში შედგება.