საშინელი გადაწყვეტილება - ნაკრების თამაშებს დინამო არენა აღარ უმასპინძლებს » სპორტის ხაზი

საშინელი გადაწყვეტილება - ნაკრების თამაშებს დინამო არენა აღარ უმასპინძლებს

საშინელი გადაწყვეტილება - ნაკრების თამაშებს დინამო არენა აღარ უმასპინძლებს
31-07-2024, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დინამო არენას ამორტიზება სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ეროვნული ნაკრების თამაშები საქართველოს ყველაზე ტევად სტადიონზე აღარ გაიმართება.

ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. „დინამოს“ სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება.

- თქვა ირაკლი კობახიძემ.

იმის ფონზე, რომ ქვეყანაში საფეხბურთო ბუმია და ნაკრების თამაშებზე ბილეთები უსწრაფესად იყიდება, ახლა მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონსა და ბათუმი არენაზე გაიმართება, სადაც ხალხის დასწრების ტევადობა ორჯერ უფრო ნაკლებია.

ამდენად, მოახლოებული ნაკრების მატჩებისთვის ბილეთების რაოდენობა არა 55 000, არამედ 20 000-დან 27 000-მდე იმერყევებს.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები პირველ ორ მატჩს (ჩეხეთთან და ალბანეთთან ერთა ლიგაზე) ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, უკრაინასთან მატჩი კი ბათუმში ჩატარდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ 3 აგვისტოს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მატჩის ჩატარებას სწორედ დინამო არენაზე აპირებს, არადა, როგორც გვითხრეს, სტადიონს ამორტიზება სჭირდება..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი