ცოტა ხნის წინ, პარიზის ოლიმპიადაზე ორსულმა მოფარიკავემ იასპარეზა - 26 წლის ნადა ჰაფეზი 7 თვის ფეხმძიმე გამოვიდა შეჯიბრზე და ერთი დაპირისპირების მოგებაც მოახერხა.
ამერიკელის დამარცხების (15:13) შემდეგ, ეგვიპტელი მოფარიკავე მეორე წრეში სამხრეთ კორეელთან დამარცხდა (7:15).
"თქვენ გეგონათ, რომ ორ ადამიანს უყურებდით, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობდნენ, რეალურად კი სამნი ვიყავით: მე, ჩემი მეტოქე და ადამიანი, რომელიც ჯერ ამ სამყაროს არ მოვლენილა.
პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვთქვა თუ რაოდენ ამაყი ვარ, რომ ჩემი შვილი მერვედფინალში იყო", - დაწერა მოფარიკავემ სოციალურ ქსელში.