რამდენიმე საათის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე სასიხარულო ინფორმაცია გამოქვეყნდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სამუშაო ვიზიტით უეფას “ფიტნესი ფეხბურთისთვის” მრჩეველთა საბჭოს წევრი და სამწვრთნელო განათლების ექსპერტი ფრიც შმიდი ესტუმრა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენელმა სფფ-ის ტექნიკურ დეპარტამეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომიდან საქართველოში უეფას ფიტნესის მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი დაიწყება.
უეფამ წევრ ასოციაციებში აღნიშნული პროექტის გახორციელება 2024 წლიდან დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მისი ერთ-ერთი პირველი მონაწილე იქნება. სასწავლო პროცესი ოთხი მოდულისგან შედგება და 2025 წლის ზაფხულში დასრულდება.
22-23 ივლისს, პირველ ეტაპზე, საგანმანათლებლო პროექტში კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე გუნდების და აკადემიების ფიტნესის მწვრთნელებთან მოხდა მისაღები გასაუბრება და კურსის მიზნების გაცნობა. კანდიდატების კურსზე მიღების და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი შეფასების წარმატებით მიღების შემთხვევაში, მონაწილეებს საერთაშორისო ძალის მწვრთნელის ფიტნესის “B” ლიცენზია ლიცენზია გადაეცემათ.
- წერია ვებგვერზე.
ცხადია, ეს ძალიან კარგი სიახლეა, რადგან ფიზმომზადების პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, რაც ქართულ საკლუბო ფეხბურთს უკვე დიდი ხანია აწუხებს.