სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ამხანაგური შეხვედრა სენტ ეტიენსა და ვილიარეალს შორის, რომელიც ზურიკო დავითაშვილის გუნდმა 3:1 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ზუკამ ორი თავად გაიტანა, ერთი კი თანაგუნდელს გაატანინა.
ცხადია, ასეთი დებიუტის შემდეგ სენტ ეტიენის ფანები ქართველით აღფრთოვანდნენ, რაც მათ გაკეთებულ კომენტარებშიც იკითხება.
ეს ბიჭი ქართველი მესია, სად იყავით აქამდე?
კიდევ კარგი ბორდო გაკოტრდა და დავითაშვილი ჩვენ დაგვრჩა, ძალიან კარგი მარჯვენა აქვს.
მაგიური ძალა აქვს. მისი ტრანსფერით დიდი მიზნებისთვის შეგვეძლება ბრძოლა.
დარტყმის სიძლიერეც კარგი აქვს და სიზუსტეც!
თამაში მარტომ მოიგო, თანაც სადებიუტო შეხვედრაში. ბრავო!
ქართული ნიჭი ეტყობა, შეუდარებელი ფეხბურთელია!
- წერენ ფრანგები სოც.ქსელში.