100 მილიონი ევრო ვიქტორ ოსიმენში? | მანჩესტერ იუნაიტედის გეგმა » სპორტის ხაზი

100 მილიონი ევრო ვიქტორ ოსიმენში? | მანჩესტერ იუნაიტედის გეგმა

100 მილიონი ევრო ვიქტორ ოსიმენში? | მანჩესტერ იუნაიტედის გეგმა
10-11-2022, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

წლევანდელ სეზონში "ნაპოლი" ბრწყინვალედ გამოიყურება, რასაც ყველაფერთად ერთად ისიც განაპირობებს, რომ ამ კლუბში შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ, ერთ-ერთი ასეთი კი გუნდის ძირითადი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენია.

ნიგერიელი ფორვარდი ფანტასტიკურად გამოიყურება როგორც იტალიის სერია A-ში, ისე "ჩემპიონთა ლიგაშიც", სადაც ჯამურად ოსიმენს 9 გოლი აქვს გატანილი. ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას, ზამბო ანგისას, სტანისლავ ლობოტკასა თუ სხვა მოთამაშეების გვერდით, იმ ფეხბურთელების სიაში, რომლებითაც მსოფლიოს წამყვანი კლუბები ინტერესდებიან ვიქტორ ოსიმენის სახელის ამოკითხვაც შეგვიძლია.

როგორც ჩანს, ნიგერიელი ფორვარდის გასაოცარი თამაშით ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედი" აღფრთოვანდა, რომელიც მზადაა, რომ "ნაპოლის" ფორვარდში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. მიუხედავად ამისა, ვიქტორ ოსიმენის აგენტმა, რობერტო კალენდამ არაერთხელ თქვა, რომ მის კლიენტს, ამ ეტაპზე მხოლოდ ნეაპოლურ გუნდში სურს თამაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისური კლუბი ოსიმენის მიმართ ინტერესს ზაფხულშიც იჩენდა, თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" საბოლოოდ ბრაზილიელი ანტონი დაიმატეს და ვიქტორ ოსიმენზე ყურადღება აღარ გაუმახვილებიათ. ახლა კი სიტუაცია სხვაგვარადაა, რადგან აფრიკელი ფეხბურთელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და მისი მსურველების რაოდენობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი