ახალგაზრდა ქართველი მცველი, დაჩი ლორთქიფანიძე მომდევნო სეზონში კრემონეზეს მთავარ გუნდში იასპარეზებს.
19 წლის მოთამაშე ამავე გუნდის აკადემიის აღზრდილია და ახალგაზრდულ გუნდებში თამაშის გამოცდილებაც აქვს - მომდევნო სეზონში კი ლოჩოშვილთან ერთად შეეცდება გუნდი შეტევებისგან უკვე მთავარ გუნდში დაიცავს.
ცნობისთვის, დაჩის საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, მისი სატრანსფერო ღირებულება გერმანული Transfermarkt-ის ინფორმაციით, 100 000 ევროა.