"ხვიჩამ თერაპიის კურსი გაიარა, თუმცა გუნდთან არ უვარჯიშია" - კვარაცხელია 2023 წლამდე ვეღარ ითამაშებს? » სპორტის ხაზი

"ხვიჩამ თერაპიის კურსი გაიარა, თუმცა გუნდთან არ უვარჯიშია" - კვარაცხელია 2023 წლამდე ვეღარ ითამაშებს?

"ხვიჩამ თერაპიის კურსი გაიარა, თუმცა გუნდთან არ უვარჯიშია" - კვარაცხელია 2023 წლამდე ვეღარ ითამაშებს?
10-11-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

უკვე 2 თამაშია, ჯერ "ატალანტასთან", შემდეგ კი "ემპოლისთან" ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" განაცხადში ვერ ხვდება, მიზეზი კი წელის ტკივილია. ქართველმა ფეხბურთელმა უკვე საკმაოდ ბევრი გამოცემის ყურადღება მიიპყრო და უმეტესი მათგანი თვლის, რომ კვარა "პარტენოპეის" 2022 წლის ბოლო შეხვედრაშიც ვერ ითამაშებს.

როგორც იწერება, დღეს, ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური გუნდის საწვრთნელი ბაზა ისე დატოვა, რომ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. როგორც თავად კლუბმა განაცხადა, ქართველმა შემტევმა უბრალოდ თერაპიის კურსი ჩაიტარა და ფიტნეს დარბაზში სალვატორე სირიგუსთან ერთად ივარჯიშა.

არის დოპინგ-ტესტის საშიშროება. იტალიური გამოცემა Repubblica ავრცელებს ინფორმაციას, რომ წელის ტკივილის გამო მკურნალობის პერიოდში ხვიჩა კორტიზონის ნემსებს იყენებდა, რაც, შესაძლოა, დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის მიზეზი გახდეს.

ამდენად, ხვიჩა კვარაცხელია მინდორზე გუნდთან ერთად სავარჯიშო სესიის დროს არ გამოჩენილა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ქართველი ფეხბურთელი "უდინეზესთან" შეხვედრასაც გამოტოვებს.

საინტერესოა ის, იქნება თუ არა ხვიჩა 17 ნოემბერს სანაკრებო შეხვედრაში, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდს მაროკოს წინააღმდეგ ელის. ახლა, რაც დანამდვილებით ვიცით ისაა, რომ ვილი სანიოლმა ქართველი ფეხბურთელი განაცხადში შეიყვანა, თუმცა რამდენად მიეცემა ხვიჩას სათამაშო დრო, ამას მხოლოდ 1 კვირაში ვნახავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი