"ჩემპიონთა ლიგის" 2022/2023 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ჯგუფურ ეტაპზე 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა 2 გოლი გაიტანა, რასაც 3 საგოლე გადაცემაც დაურთო.
გარდა იმისა, რომ კვარა მთავარი საკლუბო და საერთაშორისო ტურნირის ბომბარდირთა დავის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია, "ჩემპიონთა ლიგის" ოფიციალურმა Twitter-ის გვერდმა ქართველი ფეხბურთელი მორიგი მიღწევით გამოარჩია.
ხვიჩა კვარაცხელია გახდა მე-5 ფეხბურთელი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, კერძოდ (29). იხილეთ ფოტო, სადაც ჩანს თუ რომელ მოთამაშეებს აჯობა/ჩამორჩა ქართველი სპორტსმენი: