მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია ზურგის ტრავმის გამო, ნაპოლის ბოლო ორი შეხვედრაა ვერ ეხმარება და თუ ადგილობრივ გამოცემებს დავუჯერებთ, მისი უდინეზესთან თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ადგილობრივი ჟურნალისტი, მანუელ პარლატო სოციალურ ქსელში დღეს გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ რომ ქართველმა ვარსკვლავმა დღეს ზურგზე თერაპიის მორიგი კურსი ჩაიტარა, რაც მომდევნო მატჩში კვარაცხელიას თამაშის შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.
იხილეთ ვიდეო: