გიორგი გოჩოლეიშვილი : 'მოხარული ვარ, რომ ქვეყნის პირველ გუნდში დამიძახეს' » სპორტის ხაზი

გიორგი გოჩოლეიშვილი : 'მოხარული ვარ, რომ ქვეყნის პირველ გუნდში დამიძახეს'

გიორგი გოჩოლეიშვილი : 'მოხარული ვარ, რომ ქვეყნის პირველ გუნდში დამიძახეს'
10-11-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 17 ნოემბერს მაროკოს წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში 2 დებიუტანტია: საბა საზონოვი და გიორგი გოჩოლეიშვილი. ორივე ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი გახლავთ.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გიორგი გოჩოელიშვილი გამოემხმაურა, რომლის პირველი კომენტარი “საბურთალოს” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

"ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ეროვნულ ნაკრებში თამაში, გამონაკლისი არც მე ვარ. მოხარული ვარ, რომ ქვეყნის პირველ გუნდში დამიძახეს. ასე გადმოცემით რთულია ამ ემოციების გამოხატვა, უბედნიერესი ადამიანი ვარ. მადლობა ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და მწვრთნელებს ნდობისთვის, საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს”, ყველა ჩემს გულშემატკივარსა და ჟურნალისტებს. ვეცდები ამ იმედების გამართლებას." – თქვა ახალგაზრდა ნახევარმცველმა.

შეგახსნებთ იმასაც, რომ გოჩოლეიშვილს თბილისური კლუბის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 85 მატჩი აქვს ჩატარებული და მისი მონაგარი 8 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი