რამდენიმე საათის წინ დასრულდა ტესტ-მატჩი იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 25:23 მოიგო.
აღნიშნული დაპირისპირების შესახებ კომენტარი ქართველმა მორაგბემ, ბექა გორგაძემ გააკეთა.
უპირველეს ყოვლისა, მადლობა ყველას, ვინც აქ ხართ. როცა მოედანზე გამოვედით, იაპონელი ქომაგისგან ძალიან დიდი პატივისცემა ვიგრძენით. ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვების მიზეზი ორგანიზებული და გუნდური თამაში იყო.
პირველ ტაიმში განსაკუთრებით მოლში ვდომინირებდით, ქულებიც დავაგროვეთ. სწორედ ეს იყო ჩვენი გამარჯვების გასაღები. მადლობა ყველას.
- თქვა გორგაძემ.