მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთამენთს ესპანეთის და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ამ მომენტამდე, ტურნირის ერთპიროვნული ბომბარდირი ესპანელი შემტევი დანი ოლმო იყო, რომელსაც 3 გოლი აქვს, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით ერთით მეტი საგოლე გადაცემააქვს შესრულებული და ბომბარდირთა დავაშიც ამიტომ იყო დაწინაურებული.
თუმცა, ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს თანაბარი გოლების შემთხვევაში ევრო 2024-ის ყველა თანაბომბარდირი მიიღებს - გადაწყვეტილება უეფამ მიიღო.
ამ მომენტისთის, თანაბარი (3) გოლი 6 მოთამაშეს აქვს, ერთ-ერთი მათგანი გიორგი მიქაუტაძეცაა - თუმცა, ფინალში მხოლოდ ორი ითამაშებს, დანი ოლმო (ესპანეთი) და ჰარი კეინი (ინგლისი).
ასე რომ, თუ ზემოთხსენებულმა ფეხბურთელებმა ფინალში გოლით თავის გამოჩენა ვერ მოახერხეს, ოქროს ბუცს გიორგი მიქაუტაძეც მიიღებს.