ხანგრძილივი, თუმცა პროდუქტიული ვარჯიში - მზადება ისლანდიასთან მატჩისთვის » სპორტის ხაზი

ხანგრძილივი, თუმცა პროდუქტიული ვარჯიში - მზადება ისლანდიასთან მატჩისთვის

ხანგრძილივი, თუმცა პროდუქტიული ვარჯიში - მზადება ისლანდიასთან მატჩისთვის
10-11-2022, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისლანდიასთან მატჩამდე მორიგი ხანგრძილივი, თუმცა პროდუქტიული ვარჯიში გამართა.

ილიას ზუროსმა დიდი დრო კომბინაციების დამუშავბას და ორმხრივი კალათბურთის თამაშს დაუთმო. აქცენტი, რა თქმა უნდა დაცვაზე იყო გადატანილი, რაც ბერძენი სპეციალისტის საკალათბურთო ფილოსოფიაში ამოსავალი წერტილი გახლავთ. ნაკრების დარჩენილი ვარჯიშები წინასწარაა დაგეგმილი. ხვალ, დილით, ჩვენი გუნდი ფიტნეს-დარბაზში ტრენაჟორებზე ივარჯიშებს, ასევე გარკვეული დრო ფარში სროლებს დაეთმობა. გენერალური ვარჯიში კი საღამოს იგეგმება, როდესაც ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიასთან შეუერთდება.

ხანგრძილივი, თუმცა პროდუქტიული ვარჯიში - მზადება ისლანდიასთან მატჩისთვის

მზადება ისლანდიასთან მატჩისთვის

თად მაკფადენი - "თავს კარგად ვგრძნობ, კოჭი არ მაწუხებს, სერიუზული არაფერია. რაც შეეხება ნაკრებს, ამ მხრივაც ყველაფერი კარგადაა, ჩინებული ვითარებაა შექმნილი. ერთად უკვე ბევრი მატჩი გვაქვს ჩატარებული და მომავალ თამაშებსაც თავდაჯერებული ვხვდებით. ისლანდია ფავორიტად არ მიიჩნევა, თუმცა, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. გუნდურად კარგად თამაში ეხერხებათ და ჩვენც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მატჩებს გუნდი იგებს და არა ინდივიდუალური მოქმედება. ვიცით, რომ რთული შეხვედრა გველის და მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ."

შეგახსენებთ, რომ ისლანდიას საქართველოზე 1 მოგებით მეტი აქვს და ყველაფერი იქით მიდის, რომ სწორედ ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი მიიღებს ჩვენი ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 საგზურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი